logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2022 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო
მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო
13:27 30.07.2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანიგეგმა წარუდგინა. პრეზენტაციაზე მინისტრმა სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით სამინისტროს მიერ შემუშავებული მხარდამჭერი პროგრამები გააცნო.

მინისტრმაადრეულ ასაკში ბავშვების აღზრდისა და განვითარების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამინისტრომ ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგა. ამ ეტაპზესისტემაში ინერგება ბილინგვური განათლება, რაც ხელს შეუწყობს სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნას. რაც შეეხება აღმზრდელი პედაგოგების მხარდაჭერას, მიხეილ ჩხენკელის თქმით, 2021 წელს პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დაიწყეს აღმზრდელი პედაგოგის უმაღლესი პროფესიული პროგრამის განხორციელება. ამასთან,დაგეგმილია აღმზრდელი პედაგოგის ხელფასის ეტაპობრივი ზრდაც.

მინისტრმა მომავალი თაობის აღზრდის პროცესში განსაკუთრებულად გამოყო მასწავლებლის როლი და აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ მიზნით სამინისტრომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გადახედვის პროცესი დაიწყო, რომელშიც პედაგოგებიც აქტიურად იქნებიან ჩართული.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესებასა და მათ პიროვნებად ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია სასკოლო კულტურისა და გარემოს განვითარებას. სამინისტრო აქტიურად მუშაობს სკოლის მართვის ახალი მოდელის შემუშავებასა და რესურსცენტრების გაძლიერებაზე სკოლების მხარდაჭერის პროცესში. მუშავდება სკოლის მართვის ახალი მოდელი. კერძოდ, მუშავდება სკოლების დიფერენცირებული მართვის მოდელი, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერებასა და მათთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს. გათვალისწინებულია სკოლის ადმინისტრაციის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა.

მინისტრმა ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის კუთხით სკოლებში მოსწავლეთა შეფასებისა ალტერნატიული მოდელების შექმნის აუცილებლობას, ბილინგვური განათლების დანერგვას, ასევე, მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოებისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების შეთავაზებას გაუსვა ხაზი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ სკოლებში თანამედროვე სასწავლო გარემოს შესაქმნელად ინტენსიურად მიმდინარეობს, ესტონური და ფინური გამოცდილების გათვალისწინებით, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რაც გულისხმობს სწავლების მეთოდოლოგიის ცვლილებას და მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარების ხელშეწყობას. სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების თვალსაჩინო მაგალითს სკოლებში “MinecraftEducationEdition”-ის დანერგვა წარმოადგენს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ განმავითარებელ შეფასებას, რომელიც მათი ძლიერი და სუსტი მხარეების სიღრმისეულად შეფასების საშუალებას იძლევა. სამინისტრო აქტიურად მუშაობს შეფასების ალტერნატიულ მოდელებზე, რომელთა განხილვაში მონაწილეობას ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს.

ბილინგვური განათლების დანერგვის პროცესი სკოლებში ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის გაძლიერებასადა ორენოვანი ადამიანური კაპიტალის განვითარებას შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, ასევე, რომ სამინისტრო ეფექტურ ნაბიჯებს დგამს სკოლებში ციფრული სახელმძღვანელოებისა და დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების განვითარების კუთხით.

მიხეილ ჩხენკელმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მათი ინტერნეტიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე აშენდა 174 საჯარო სკოლა, სრულად რეაბილიტირდა 257 საჯარო სკოლა. შენება-რეაბილიტაციის პროცესიკვლავ აქტიურად გრძელდება. შედეგად, 2026 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. აგრეთვე, 2026 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში დასრულებული იქნება ინტერნეტიზაციისა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის პროცესი და სკოლებში მოეწყობა თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს მასობრივი სპორტის განვითარებასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

ზოგადი განათლების რეფორმირების პროცესი სრულ შესაბამისობაში მოდის სკოლების ავტორიზაციის ახალ სტანდარტთან. პირველად, ქართული განათლების ისტორიაში, უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას. პროცესი 2026-27 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულებული იქნება.

პრეზენტაციის ფარგლებში საუბარი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნასაც შეეხო. ამ მიმართულებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამედიცინო კაბინეტებით უზრუნველყოფის პროცესი დაწყებულია, ასევე, სკოლებში ძლიერდება სოციალური კომპონენტი, რაც განათლების სისტემაში სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდას გულისხმობს. უსაფრთხო სასკოლო გარემოს გასაძლიერებლად გაიზრდება მანდატურების რიცხვიც.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტროსთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები. ინტენსიური მუშაობის შედეგად მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო მუშაობას ეფექტიანი სისტემის შექმნაზე, რათა დროულად მოხდეს განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების გამოვლენა და მყისიერი რეაგირება.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების მხარდაჭერისთვის. როგორც მან აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებით ზოგადი განათლების რეფორმის განსახორციელებლად მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება სფეროს დაფინანსება და 2030 წელს ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა