ქვესადგურში „დიდი ნავთლუღი” სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს 12.00 საათიდან ერთი საათის განმავლობაში, სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება - კახეთის გზატკეცილის, მშენებელთა დასახლების, ქაიროს და ნაკადულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

















