logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სპეციალური მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა პირველად ჩატარდა
სპეციალური მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა პირველად ჩატარდა
11:37 28.07.2021
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში პირველად უფროსი სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდა ჩატარდა, რითიც 2021 წელს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესი დასრულდა.

თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში სპეციალური მასწავლებლებისთვის ორგანიზებულ საგამოცდო სესიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფროს სოფო გორგოძესთან ერთად, გაეცნო. ეკატერინე დგებუაძე პირადად გაესაუბრა მასწავლებლებს და გამოცდის დაწყებამდე მათ წარმატებები უსურვა.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ბოლო წლებში სამინისტრომ ინკლუზიური განათლების განვითარებისა და სპეციალური მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მათ შორის, ზოგადი განათლების კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე განათლების სისტემამ ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები მასწავლებლებად აღიარა. შედეგად, სპეციალური მასწავლებლები სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, სპეციალური მასწავლებლებისთვის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება კვლავ გაგრძელდება. ამასთან, ყოველწლიურად ჩატარდება სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდაც, რაც სტატუსის ამაღლების მსურველებს კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობას მისცემს.

2021 წელს სპეციალური მასწავლებლის საგნის ჩასაბარებლად 2 800-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. მნიშვნელოვანია, რომ გამოცდები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2021 წელს საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კორონავირუსი დაუდასტურდათ. აღნიშნული სიახლე უფროსი სპეციალური მასწავლებლობის მსურველებსაც შეეხება. დამატებითი საგამოცდო სესია მათთვის საგამოცდო პერიოდის დასრულებამდე, გამოსაცდელების ინფიცირებიდან არანაკლებ 14 დღის გასვლის შემდეგ, დაინიშნება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა