არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა-ახალი ინიციატივის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ არჩევნების
მონიტორინგის დაწყებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საზეიმო ვითარებაში „დამკვირვებლის ქცევის კოდექსს“ მოაწერენ ხელს, რომელიც პრინციპებისა და სტანდარტების ერთობლიობას წარმოადგენს.
ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, „დამკვირვებლების ქცევის კოდექსმა“ თითოეული დამკვირვებლის მოქმედება და კომპეტენციით განსაზღვრული საქმიანობის შესრულება უნდა უზრუნველყოს.
„დამკვირვებლის ქცევის კოდექსის“ შესრულება ორგანიზაციის ყველა დამკვირვებლისთვისაა სავალდებულო. კოდექსის უგულებელყოფა ან მისი დარღვევა დამკვირვებლისთვის აკრედიტაციის უფლებამოსილების შეჩერებას განაპირობებს.
ასევე, ხვალ საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის გეგმებთან დაკავშირებით.
პროექტი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პროგრამა „მატრას“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

















