ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა ბესიკ
ხარძიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში.
ტურნირში მონაწილეობას ცხრა გუნდი იღებდა.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ ლანჩხუთის "ქალაქი" და ლესის "ჭინათი". საკმაოდ დაძაბულ მატჩში გამარჯვება "ქალაქმა" მოიპოვა.
ტურნირი 20 ივლისს დაიწყო და მისი ორგანიზატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური იყო.
ტურნირს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ბესიკ ხარძიანის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.