დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ავჭალის გზატკეცილის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, ჩოხელის, ყურაშვილის, ულიანოვის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, მიხაკო წერეთელის, მოძვის, ქერჩის, კრუპსკაიას, მორის ფოცხიშვილის, დავით სარაჯიშვილის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის, ჯანაშვილის, კაჭარავას, ჯანჯღავას, იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა, გელა ჭედიას, ლაზოს, მეგობრობის, გლდანულას და გლდანის ხევის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის, დიღმის მასივის I, III, VI კვარტლების (ნაწილობრივ), მიქელაძის, ქინძმარაულის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ზაჰესის დასახლების, ავჭალის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, ბარისახოს, ულიანოვის, უწერის, ალექსანდრე მანაგაძის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, შალვა ტრაპაიძის, ლიბანის, გაგრის, ილია ვეკუას, ჭრებალოს, გრიგოლ ხანძთელის და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, მოსკოვის გამზირის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ლიზიკო ქავთარაძის, კოსტავას (ნაწილობრივ), მეველეს და აბუსერიძე-ტბელის ქუჩების მოსახლეობა.