მსახიობი ლალი ბადურაშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც მატარებელი გადაბრუნდება, პასუხისმგებლობა მესაჭეს ეკისრება.
ამის შესახებ მსახიობმა „ნიუსპრესს“ ფილარმონიის წინ მიმდინარე უფლებადამცველების აქციაზე განუცხადა.
როგორც ბადურაშვილმა აღნიშნა, ის უერთდება აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს, იმის თაობაზე, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამებაში მონაწილე ყველა პირი შესაბამისად უნდა დაისაჯოს.
მისი თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ დღეს ხალხი ერთსულოვანია და ერთად დგას ამ უსამართლობის წინააღმდეგ.
„ამის მოსმენა შეუძლებელია. კიდევ კარგი, რომ ხალხი ჯერ არ არის გადაგვარებული. მიხარია, რომ ამდენ ახალგაზრდას ამ უსამართლობის მიმართ აღშფოთებულს ვხედავ. ყველა დასასჯელია, ვინც ეს სისტემა შექმნა“ - განაცხადა ბადურაშვილმა.
ფილარმონიის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. რამდენიმე წუთში აქციის მონაწილეებს მოძრაობა „დავითიანნის“ წევრები შეუერთდებიან.

















