მიმდინარე წლის 25 ივლისს, 15:00 – 21:00 საათზე, მთაწმინდის პარკში ყველის ფესტივალი
გამართება.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოტანილი ეკოლოგიურად სუფთა ყველი, თაფლი, ჩაი და სხვა ადგილობრივი ნაწარმი!
მთაწმინდის პარკის მთავარ მოედანზე მნახველებს უმასპინძლებენ გამოცდილი მეყველეები, მეფუტკრეები და სხვასხვა რეგიონში მოღვაწე მეწარმეები.
ფესტივალზე ასევე მოეწყობა საინტერესო პერფორმანსები, ყველის ამოყვანის მასტერ-კლასები, დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალი USAID-ის „ზრდა“ პროექტისდა მთაწმინდის პარკის მხარდაჭერით, საქართველოს ყველის მწარმოერბელთა გაერთანება „გილდიის“ და მისი ხელმძღვანელის ანა მიქაძის ორგანიზებით იმართება.