კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ვერ მოახერხებს და 1 ოქტომბერს აქციების გამართვა საჭირო აღარ გახდება. ამის
შესახებ ლანა ღოღობერიძემ ფილარმონიასთან პატიმრების სოლიდარობის აქციაზე განაცხადა.
ღოღობერიძის თქმით, დღეს დიდი სახალხო მოძრაობაა დაწყებული, ხალხი ერთსულოვანია და ხელისუფლება მის დაშინებას ვერ მოახერხებს.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ტელეკომპანიის მეშვეობით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა წამების ამსახველი კადრები გავრცელდა.

















