logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელი სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება
ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელი სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება
14:11 22.07.2021
პროდუქტი, რომლის დამზადებისათვის ბაზად ღვინო და დეალკოჰოლიზაციის გზით მიღებული ღვინოა გამოყენებული, სამართლებრივ რეგულირებას დაექვემდებარება - ამ მიზნით ცვლილებები შედის „ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონში, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით - ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა.

მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგიას ინფორმაციით, კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა ღვინის მწარმოებელი კომპანიებისა და როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარეობს, რათა პროდუქტი, რომლის დამზადებისათვის ბაზად ღვინო და დეალკოჰოლიზაციის გზით მიღებული ღვინოა გამოყენებული, დაექვემდებაროს სამართლებრივ რეგულირებას.

„ცვლილება ხელს შეუწყობს საქართველოში ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი ბაზრის გაფართოებასა და განვითარებას, მაღალხარისხიანი ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებასა და რეალიზაციას ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ავტორიტეტის შენარჩუნებასა და ზრდას, საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ქვეყნის ისტორიულად, კულტურულად და ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგის განვითარებას", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ კანონპროექტის ზოგად პრინციპებზე საუბრისას.

მისი თქმით, დღემდე კანონის რეგულირების სფეროს არ წარმოადგენდა ღვინისეული სასმელი-ღვინის ბაზაზე დამზადებული ალკოჰოლიანი სასმელი და დეალკოჰოლიზებული ღვინო, მაშინ როცა ადგილობრივ ბაზარზე არსებობს მოთხოვნა ზემოაღნიშნულ სასმელებზე. შესაბამისად კანონს ემატება შემდეგი ტერმინები: „დეალკოჰოლიზაცია", „დეალკოჰოლიზებული ღვინო", „ღვინისეული სასმელი", ასევე დადგენილი იქნება სპირტშემცველობა და დამზადებისათვის საჭირო ღვინის მოცულობა, რისთვისაც გამოყენებულ იქნა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) „ენოლოგიური პრაქტიკის საერთაშორისო კოდექსი".

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პროექტით საქართველოში წარმოებული და საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელი დაექვემდებარება სავალდებულო სერტიფიცირებას, რამაც ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ხარისხიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაცია უნდა უზრუნველყოს, ამასთანავე, ცვლილებები კანონში მაქსიმალურად შეამცირებს ფალსიფიცირებული პროდუქტის რეალიზაციის რისკს.

ცვლილებები შედის ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვით, საჯარიმო სანქციები თითოეულ სამართალდარღვევაზე გახდება კონკრეტული და შეადგენს 1000 ლარს, განმეორების შემთხვევაში კი -2000 ლარს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა