კასპს მალე კიდევ ერთი დაასვენებელი სივრცე შეემატება. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ
გამოცხადებული ტენდერის მიკრორაიონის დასახლებაში დასასვენებელი სკვერის მოწყობასთან დაკავშირებით, მშენებელთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს.
პროექტი 2091,8 კვადრატულ მეტრზე დასასვენებელი სივრცის მოწყობას ითვალისწინებს, სადაც განთავსდება დასაჯდომი სკამები, საფეხმავლოები, საბავშვო ატრაქციონები, ღამის ლამპიონები, 2 სასმელი წყლის ონკანი და დაირგვება ხეები.
"მწვანე და გასართობი სივრცე აუცილებელია როგორც ქალაქისთვის ისე სოფლისთვის. წელს ფინანსებიდან გამომდინარე დავგემეთ მიკრორაიონში, სოფელ ხოვლესა და თელიანში გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკვერების მოწყობა. მომავალ წელს კი სხვა ლოკაციებსა და სოფლებში გავაგრძელებთ დასასვენებელი სივრცეების მოწყობას" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.