logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ცესკო-ს დადგენილება არჩევნებზე ფოტო და ვიდეოგადაღების შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაძლოა, გადაიხედოს
ცესკო-ს დადგენილება არჩევნებზე ფოტო და ვიდეოგადაღების შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაძლოა, გადაიხედოს
17:34 25.09.2012
გადახედავს თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისია მის მიერ მიღებულ დადგენილებას - არჩევნების დღეს ფოტო და ვიდეოგადაღების შეზღუდვასთან  დაკავშირებით, დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარესთან ზურაბ ხარატიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა შორენა შავერდაშვილმა და ლაშა ტუღუშმა განაცხადეს, მათ ცესკო-ს თავმჯდომარეს შესთავაზეს, რომ შეხვედროდნენ მედიის წარმომადგენლებს და მათთან ერთად მიეღოთ კონკრეტული რეგულაციებ საარჩევნო უბანზე მედიის მუშაობასთან დაკავშირებით.

„შევთავაზეთ, რომ შეხვდნენ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს, რადგან ეს დადგენილება მიღებულ იქნა მათ გარეშე“ - განაცხადა ტუღუშმა.

მისივე ცნობით, ცესკო-ს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის გადაწყვეტილებას კომისიის წევრებთან შეთანხმების გარეშე ვერ მიიღებს და დღეს, 19.00 საათზე კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, გადაიხედება თუ არა გუშინ მიღებული დადგენილება და შედგება თუ არა შეხვედრა მედიასთან.

ამ დროისთვის, ცესკო-ს შენობასთან მედიასაშუალებების წარმომადგენელთა აქცია სრუდება.

ცესკო-ს გადაწყვეტილებით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღება კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი. ფოტო და ვიდეოგადაღების დასაწყისიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო 10 წუთის შემდეგ კამერები განთავსდებიან, მინიმუმ, 3 მეტრის მანძილზე გადასაღები ობიექტიდან, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. გარდა ამისა კამერებისთვის სპეციალური ადგილი ისე უნდა იყოს გამოყოფილი, რომ საარჩევნო ყუთი ჩანდეს.გადაღება დაშვებულია პირველიდან ბოლო ამომრჩევლამდე და შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებამდე პერიოდის ჩათვლით. გარდა ამისა, თუ ოპერატორმა ერთხელ მაინც დატოვა საარჩევნო უბანი, ის გადაღების უფლებას კარგავს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა