დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის, პატარიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ), სოფელი კუმისის (ნაწილობრივ), დაბა კოჯრის (ნაწილობრივ), ფუნიულიორის პლატოს მიმდებარე ტერიტორიის, ფარნავაზ მეფის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ქიზიყის, კოკა კლდიაშვილის, მარუხის გმირთა, მცხეთის, ტიციან ტაბიძის, აბაშელის, რაზმაძის, არაყიშვილის, ირაკლი აბაშიძის, ბაღდავაძის და მამისაშვილის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას გლდანის მასივის V მიკრორაიონის, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე დავით აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, მურმან ლებანიძის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზრის და ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობა, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე გაზაფხულის ქუჩის მოსახლეობა, 11:00 საათიდან 16:30 საათამდე დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, კიტა აბაშიძის, ჯავახიშვილის, ჩუბინაშვილის, ნინოშვილის და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების მოსახლეობა.