საქართველოს პრველი არხის ჟურნალისტი ეკა ეგაძე გარდაიცვალა. იგი ოპერაციის შემდეგ
რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ეკა ეგაძე სხვადასხვა დროს იყო საინფორმაციო გადაცემის წამყვანი, დილისა და გასართობი გადაცემების პროდიუსერი, გადაცემა „დღის კოდის“ პროდიუსერი.
იყო საინფორმაციო სააგენტოს რედაქტორი.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“, საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE და პორტალი REGION.GE ეკა ეგაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.