logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ლაშა ტუღუში - თუ ცესკო დადგენილებას არ გააუქმებს, არჩევნები სიბნელეში ჩატარდება
ლაშა ტუღუში - თუ ცესკო დადგენილებას არ გააუქმებს, არჩევნები სიბნელეში ჩატარდება
16:04 25.09.2012
გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ ცესკო-მ ეშმაკური დადგენილება მიიღო საარჩევნო უბნებში ვიდეო და ფოტოგადაღების შეზღუდვის თაობაზე.

როგორც მან ცესკო-სთან ჟურნალისტთა აქციაზე განაცხადა, აღნიშნული დადგენილების მიღება ზედმეტი იყო, რადგან კანონი ისედაც განსაზღვრავდა და არეგულირებდა მედიასაშუალებების მუშაობას საარჩევნო უბანზე.

ტუღუშის თქმით, ცესკო-ს მიერ შემუშავებული ეშმაკური მუხლები, მიმართულია იმისკენ, რომ დაიფაროს თუ როგორ ხდება არჩევნების გაყალბება.

„მაგალითად, არ შეიძლება საარჩევნო კაბინის გადაღება გარედან და შესაბამისად ვერ დაფიქსირდება, თუ როგორც შეჰყვებიან ამომრჩევლებს კაბინაში სხვადასხვა პირები. ასევე, დადგენილებაში წერია, რომ კამერა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ ყუთისკენ და თუ გვინდა ვიღაცეების შესვლა გამოსვლა გადავიღოთ, ეს ვერ მოხერხდება“ - აღნიშნა ტუღუშმა და დასძინა, რომ ერთადერთი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან ისაა, რომ ცესკო-მ აღნიშნული დადგენილება გააუქმოს.

მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნები სიბნელეში ჩატარდება.

ცესკო-ს მიერ მიღებულ დადგენილებას აპროტესტებს ჟურნალისტი შორენა შავედრაშვილიც. როგორც მან აღნიშნა, ცესკო-ს რეგულაცია ზღუდავს მედიის მუშაობას და მედიას არ ექნება შესაძლებლობა სრულფასოვნად იმუშაოს არჩევნების დღეს.

მისივე თქმით, აღნიშნული დადგენილება კაბალურ პირობებში აყენებს მედიასაშუალებებს და ის უნდა გაუქმდეს.

ცესკო-ს გადაწყვეტილებით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღება კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი. ფოტო და ვიდეოგადაღების დაწყებიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო 10 წუთის შემდეგ, კამერები განთავსდებიან გადასაღები ობიექტიდან, მინიმუმ, 3 მეტრის მანძილზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. კამერებისთვის სპეციალური ადგილი ისე უნდა იყოს გამოყოფილი, რომ საარჩევნო ყუთი ჩანდეს. საარჩევნო უბანზე სამაგიდო სიისა და ამომრჩეველთა კაბინის შიგნიდან გადაღება იკრძალება. მობილური ტელეფონით გადაღებაზე რეგულაციები არ ვრცელდება. გადაღება დაშვებულია პირველიდან ბოლო ამომრჩევლამდე და შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებამდე პერიოდის ჩათვლით. გარდა ამისა, თუ ოპერატორმა ერთხელ მაინც დატოვა საარჩევნო უბანი, ის გადაღების უფლებას კარგავს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა