საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ნოტარიუსტა პალატის აჭარის
წარმომადგენლობას დღეიდან ახალი მისამართი აქვს. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინიციატივით,  ისინი  ბათუმის იუსტიციის სახლის მე-16 სართულზე განთავსდებიან. ნოტარიუსთა პალატის აჭარის ოფისი  ბათუმის იუსტიციის სახლში ფუნქციონირებას უკვე დღეიდან შეუდგება. 
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სამუშაო ვიზიტით ქუთაისში, ოზურგეთსა და აჭარაში იმყოფებოდა . მან დასავლეთ საქართველოში სტუმრობა ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან შეხვედრით დაასრულა - აცხადებს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
უწყების ცნობითვე, რეგიონებში  მინისტრის სამუშაო შეხვედრების  მიზანი იუსტიციის სისტემის გამოწვევების იდენტიფიცირება და  მათზე დროული და ეფექტიანი რეაგირებაა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












