თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სტუდენტურმა ორგანიზაციებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.
როგორც ჟურნალისტებს საქართველოს „ბიზნესის განვითარების კავკასიის ცენტრის“ წარმომადგენელმა, სტუდენტთა გაერთიანების მოდერატორმა სერგო ბარამიძემ განუცხადა, სამუშაო შეხვედრაზე სტუდენტები მოქმედების გეგმაზე თანხმდებიან.
„რამდენიმე საათში ერთიანი გეგმა ჩამოყალიბდება და შემდეგ პერსკონფერენციით მას საზოგადოებას გავაცნობთ. ასევე, გვექნება ერთი ვებ-სივრცე, სადაც განთავსება ინფორმაციები იმის შესახებ, თუ როდის რას ვაპირებთ. ეს არის მშვიდობიანი საზოგადოებრივი შეკრება. სტუდენტებს სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ თავისი ქვეყნის გადარჩენაში“-განაცხადა ბარამიძემ.
მისივე თქმით, საზოგადოების ნდობით აღჭურვილმა რამდენიმე პირმა სურვილი გამოთქვა, რომ გვერდზე დაუდგეს სტუდენტურ გაერთიანებას, რათა სტუდენტებმა კანონის დაცვით იმოქმედონ.
რამდენიმე წუთში ერთ-ერთი სტუდენტური ორგანიზაციის, „ლაბორატორია 1918“ -ის წევრები გაეროს ოფისის მიმართულებით დაიძვრებიან და საპროტესტო აქციას იქ გამართავენ.

















