ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე,
რეგიონებში გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს და მერის მოადგილეს კახა ენუქიძეს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, კობა კობალაძემ ყველა იმ საკითხზე, გამოწვევებსა და გეგმებზე
ისაუბრა, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ვეტერანების სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობისა და ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფის გაუმჯობესებას.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა,სადაც ვეტერანებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიიღეს პასუხი. ვეტერანებს, ასევე, ეცნობათ, რომ მათთვის პრობლემურ საკითხებს, დირექტორის გადაწყვეტილებით შექმნილი, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეისწავლის და მათი გადაჭრის გეგმას შეიმუშავებს.
სამსახურის დირექტორის გეგმიური შეხვედრები რეგიონებში მცხოვრებ ვეტერანებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მიზნად ისახავს, სამსახურის ბენეფიციართა სოციალურ- ეკონომიკურ და ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად სხვადასხვა უწყებების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას და უფრო ქმედითი ნაბიჯების დაგეგმვას-აცხადებენ უწყებაში.