Miami Ad School Europe-ში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება
დაიწყო. MiamiAdSchool-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა კრეატიული მიმართულებით. საქართველოს ბანკის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით კი ყოველ წელს ერთ ქართველ სტუდენტს პროგრამაზე სწავლა გერმანიაში სრულად უფინანსდება.
2 წლიანი პროგრამის გავლა შემდეგი მიმართულებებითაა შესაძლებელი: Art Direction, Copywriting, Creative Technology. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 31 აგვისტომდე უნდა გადააგზავნონ საკუთარი ნამუშევრებიMiami Ad School-ში.
დამატებითი დეტალები სააპლიკაციო პროცესის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.miamiadschool.de/nikascholarship/
ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკისა და MiamiAdSchoolEurope-ის თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო, როდესაც ნიკა გუჯეჯიანის (საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომელის და MiamiAdSchoolEurope-ის კურსდამთავრებულის) სახელობის სტიპენდია დაწესდა. აღნიშნული ერთ-ერთია იმ განათლების მხარდამჭერი პროექტებიდან, რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს. 2020 წელს პირველი სტიპენდიანტი ხატია არველაძე გახდა, რომელიც ბერლინში Art Direction-ის პორტფოლიო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას. სრული ინფორმაცია საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://csr.ge/ka