ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, მედია საშუალებების მხრიდან ლექსო
ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტის გაშუქებას ეხმიანება.
„მთავარი არხის“ წამყვანები ახალი ამბების გამოშვებას ამთავრებენ შეძახილით „ბრძოლა გრძელდება“ გუშინ და დღეს უკვე იმდენად აშკარად მოხდა „ნაცმოძრაობის“ მომსახურე ტელეარხების ლუსტრირება, როგორც პოლიტიკური მოთამაშეების და პოლიტიკის ინსტრუმენტების (ვის უნდა უკვირდეს!), რომ უკვე ღიად ცდილობენ ადამიანის გარდაცვალებაზე და ოჯახის ტრაგედიაზე ყასიდი ემპათიით, მათი და მათ უკან მდგომი პარტიების დღის წესრიგი განახორციელონ. ეს დღის წესრიგია მორიგი რევოლუციის მცდელობა, რაც უკვე შემოუთვალა კიევიდან სააკაშვილმა. ამისათვის უკან არ იხევენ არაფერზე. იმდენად შორს შეტოპეს ,,ფეიქნიუსებით'' მანიპულირებაში რომ პანაშვიდზე გიორგი გახარიას მისვლა დაამონტაჟეს, მაშინ როდესაც, როგორც ირკვევა, კაცი თბილისშიც არ იმყოფებოდა. კარგია, რომ ცალკეულმა მედია საშუალებებმა დროზე „მოწვეს“ სიტუაცია და ცდილობენ რაღაცნაირად გაემიჯნონ ნაც-ტელევიზიების ამ პოლიტიზირებული მედია ბაკქანალიას, რომელიც ალბათ შევა ჩვენი მედიის ისტორიაში, როგორც სამაგალითო ქეისი - როგორი არ უნდა იყოს ჟურნალისტიკა’’ წერს facebook - ზე ზაალ ანჯაფარიძე.