ორჯერ ვაქცინირებულებში არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის
მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, რაც შეეხება ინფიცირების რაოდენობას ორჯერ ვაქცინირებულებში, ეს არის 0,3%, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.
„რაც შეეხება ინფიცირების რაოდენობას ორჯერ ვაქცინირებულებში. ჩვენი მონაცემებით, ეს არის 0,3%, რაც საკმაოდ დაბალი პროცენტია. არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფექციისგან 100%-ით არც ერთი ვაქცინა არ გვიცავს, მათ შორის, არც ფაიზერი, არც მოდერნა, არც სინოფარმი და არც სინოვაკი. ინფიცირება შესაძლოა დადგეს, მაგრამ დადგება იშვიათ შემთხვევაში, თუმცა შემთხვევები იქნება მსუბუქი და არ დადგება ლეტალობა. ეს არის ყველაზე დიდი დაცვა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.