უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს.
მთავრობის მეთაური თანადგომას უცხადებს ოჯახს, ახლობლებს, "ტვ პირველის" კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას.
„უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, "ტვ პირველის" კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია", - აღნიშნავს მთავრობის მეთაური.