ერთადერთი, რასაც ყველა უნდა დაელოდოს, ყოველგვარი კონსპიროლოგიური თეორიების
გარეშე - სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნაა. იმედია, რომ უკვე ჩაუტარდა და იმედია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით - მის შედეგებს, რაც შეიძლება სწრაფად გაგვაცნობენ - ექსპერტი დავით ქართველიშვილი ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„რაც შეეხება გარდაცვლილ ოპერატორს. კიდევ ერთხელ ვიძახი - თავისთავად ტრაგედიაა, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის. პირველი, რისი გარკვევაც მოვახერხე - რატომ იყო სახლში, რატომ გაწერეს კლინიკიდან, თუ კი სერიოზული ეჭვი არსებობდა მისი ჯანმრთელობის გაუარესების თაობაზე. გავარკვიე - არ არსებობდა არანაირი მსგავსი ეჭვი. აქედან გამომდინარე - ერთადერთი, რასაც ყველა უნდა დაელოდოს, ყოველგვარი კონსპიროლოგიური თეორიების გარეშე - სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნაა. იმედია, რომ უკვე ჩაუტარდა და იმედია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით - მის შედეგებს, რაც შეიძლება სწრაფად გაგვაცნობენ. ამ ეტაპზე კი ყველას გვმართებს თავშეკავება. მათ შორის - საკუთარი ვერსიების გაჟღერებისაგან. ამის დროც მოვა. დაველოდოთ“ - წერს დავით ქართველიშვილი.