logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
კელი დეგნანმა ფოთის საზღვაო სასწავლებელში ინგლისური ენის შემსწავლელი ლაბორატორია გახსნა
კელი დეგნანმა ფოთის საზღვაო სასწავლებელში ინგლისური ენის შემსწავლელი ლაბორატორია გახსნა
23:26 09.07.2021
დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ფოთის საზღვაო სასწავლებელს ეწვია.

ელჩმა ფოთის სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, 13 ლაბორატორია, დაათვალიერა, რომელიც თანამედროვე სიმულატორებით არის აღჭურვილი და სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.

ვიზიტის ფარგლებში, კელი დეგნანმა, სასწავლებელში ინგლისური ენის შემსწავლელი ლაბორატორია გახსნა, რომლის მოწყობაც ამერიკის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს სანაპირო დაცვის, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა.

- “მინდა დიდი სიამაყით განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს გრძელვადიან პარტნიორობას საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან. ეს ტრენინგცენტრი დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს არამხოლოდ ამ რეგიონში, რომ აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად სამუშაოებზე საზღვაო სექტორში,” - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, ფოთის საზღვაო სასწავლებელში ვიზიტისას.

ქართველ მეზღვაურთა წარმატებით დასაქმებაში ინგლისური ენის ცოდნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარებით, ფოთის საზღვაო სასწავლებელში მოქმედი ინგლისური ენის შემსწავლელი ლაბორატორია მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობის შესაძლებლობებს, ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართველი მეზღვაურებისათვის ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაშიც.
-“დღეს ეს კომპონენტი უმნიშვნელოვანესია მათი წარმატებით დასაქმების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას და იმ წვლილს, რაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს შეაქვს ქვეყნის საზღვაო სექტორის განვითარებაში; მათ შორის საპორტე სექტორში უსაფრთხოებისა და უშიშროების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში.

- „ჩვენ ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერას და დახმარებას ქართულ ნავსადგურებში თანამედროვე სტანდარტების და მომსახურების დანერგვის მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატები მხარში გვიდგას საზღვაო სერვისების გაციფროვნებისა და „ერთი ფანჯრის პრინციპით“ გაერთიანების პროექტის განხორციელებაშიც, სწორედ აშშ-ს საელჩო აფინანსებს ჩვენს ნავსადგურებში აღნიშნული პროექტის დანერგვის პროცესს,“ - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.

საქართველო მონაწილეობს აშშ-ს სანაპირო დაცვის „პორტების საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამაში“, რომლის ფარგლებშიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, მოწმდება საზღვაო უშიშროების დონე საქართველოს ნავსადგურებში. 2018 წლის აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველომ საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და აშშ-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისაგან სპეციალური ჯილდო -
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა