logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
თსუ-ში რექტორთა კონფერენცია გაიმართა
თსუ-ში რექტორთა კონფერენცია გაიმართა
13:14 08.07.2021
საქართველოს 30-ზე მეტი აკრედიტებული უმაღლესი საგანამათლებლო დაწესებულების რექტორები მეორე დღეა რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მეორე სხდომაში მონაწილეობენ, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა.

კონფერენციაზე საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები განიხილავენ საკითხებს უნივერსიტეტის თავისუფლებისა და აკადემიური თავისუფლების შესახებ, უნივერსიტეტების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრასა და უნივერსიტეტთაშორისი კომუნიკაციის უზრუნველყოფაზე. აგრეთვე, მიიღებენ გადაწყვეტილებას რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია ძალიან კარგი ფორმატია იმ საკითხების განსახილველად, რომელიც უმაღლესი განათლების სფეროშია. უამრავი საკითხის განხილვა დგას დღის წესრიგში, მათ შორის, უნივერსიტეტების სტატუსის განსაზღვრა, კანონში ცვლილებები, რომლის ინიცირებასაც ჩვენ ვაპირებთ, სტუდენტთა სტატუსი და სხვა,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

„რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მორიგ სხდომაზე განათლების სისტემაში დაგროვილ ბევრ პრობლემას განვიხილავთ. ამ პრობლემებთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა გვექნება პარლამენტთან და განათლების სამინისტროსთან. ძალიან მნიშვნელოვანია European University association-თან ჩვენი ურთიერთობაც. რაც მეტი ქართული უნივერსიტეტი ვიქნებით ამ ასოციაციის წევრი, მით მეტად იქნება ქართული სახელმწიფო წინ წაწეული ევროპაში,“- აღნიშნა კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ.

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია 2019 წლის ივლისში დაფუძნდა. კონფერენცია იზიარებს ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის „Magna Charta Universitatum” ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა, უნივერსიტეტების ავტონომიურობა, ევროპული და ეროვნული ჰუმანისტური ტრადიციების გაზიარება, სწავლების და კვლევის ინტეგრაცია და სხვა. ეს არის ერთგვარი პლატფორმა, სადაც რექტორები მსჯელობენ უმაღლესი განათლების გამოწვევებზე, განიხილავენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს და აჯერებენ პოზიციებს განათლების რეფორმებთან მიმართებაში.

„რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია უკვე ორი წელია რაც მუშაობს ისეთ აქტუალურ საკითხებზე როგორიცაა, უნივერსიტეტების ავტონომია, სამართლებრივი სტატუსი და აკადემიური თავისუფლება. ამ საკითხის გარშემო იქნება მსჯელობა, პროექტის სახით მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც გადაეგზავნება შესაბამის სტრუქტურებს,“- განაცხადა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა.

ბათუმში შეკრებილმა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე.
რექტორთა მსგავსი გაერთიანება მრავალ ევროპულ ქვეყანაში არსებობს.  




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა