ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება ევროპული ტიპის ახალი ცენტრები, მათ შორის
გურჯაანში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის ახალი 15 კმ-იანი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამუშაოები დაიწყება უახლოეს ორ კვირაში, ჯამში 500 მილიონი დაიხარჯება და ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა თანამედროვე, ევროპული ტიპის ცენტრები.
„ბატონმა ირაკლიმ და მისმა გუნდმა ჩვენი ამ ახალი ინიციატივის ფარგლებში უკვე დაასრულეს მუშაობა, რაც გულისხმობს ურბანული განახლების პროექტების დაწყებას ყველა მუნიციპალიტეტში. პირველადი განხილვა ჩვენ უკვე გვქონდა. მე გავეცანი პრეზენტაციებს. ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება ევროპული ტიპის ახალი ცენტრები, მათ შორის გურჯაანში. ეს სამუშაოები დაიწყება უახლოეს ორ კვირაში.
ჯამში 500 მილიონი დაიხარჯება და ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა თანამედროვე, ევროპული ტიპის ცენტრები. ურბანული განახლების პროექტები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და ჩვენ ყველა სოფელში უნდა ჩავიტანოთ ახალი აღმშენებლობა და ახალი სტანდარტი, რაც არის ევროპული სტანდარტი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა