განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თავმჯდომარის
მოადგილე თამარ ტალიაშვილი 207-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე ეროვნული გამოცდების პროცესს ესწრებიან, სადაც აბიტურიენტები უცხო ენის გამოცდას აბარებენ.მეორე წელია განათლების სამინისტრო ეროვნულ გამოცდებას კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით ატარებს.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პანდემიის პროცესში სრულად იყოს დაცული აბიტურიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოება და, ამავდროულად, უზრუნველყოფილი იყოს იმგვარი კომფორტი, რომელიც შესაძლებლობას მისცემთ ახალგაზრდებს, კონცენტრირდნენ საგამოცდო საკითხებზე",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. დეპუტატებმა აბიტურიენტებს წარმატებები უსურვეს.