აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა
შალამბერიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეფუტკრე ფერმერებს შეხვდა და მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს მავნებლის პოპულაციის კონტროლსა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებისგან დაცვას.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია მეფუტკრე ფერმერებთან აქტიური კომუნიკაცია და კოორდინირებული მუშაობა. ამ მიზნით, მუდმივად იმართება შეხვედრები მეფუტკრეებთან.
საკოორდინაციო მართვის ცენტრს შემუშავებული აქვს შესაბამისი სქემა, რომელიც უზრუნველყოფს ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარებას, რის შესახებაც მუდმივად ეცნობებათ ფერმერებს.
ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.parosana.ge და SMS შეტყობინების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია წამლობის დაწყებისა და განხორციელების ვადებზე.