ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს იუსტიციის სახლისკენ საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ. როგორც „ნიუსპრესს“ აქციის ორგანიზატორმა, მოძრაობა „ივერიელის“ ხელმძღვანელმა
ლევან კოჭლოშვილმა განუცხადა, მსვლელობას უერთდებიან მოძრაობა „სტოპ მიშა“, „სტუდენტური ხმა“, სტუდენტური გაერთიანება „ქართველი“, მოძრაობა „7 ნოემბერი“ და „მარო მაყაშვილის საზოგადოება“.
კოჭლოშვილის განმარტებით, აქციის მონაწილეები 12:00 საათზე მეტროსადგურ „რუსთაველზე“ შეიკრიბებიან და იუსტიციის სახლისკენ გაემართებიან, სადაც აქცია მოეწყობა.
აქციის მთავარი მოთხოვნა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დაკავებული წევრების - დავით ფაცაციას და ლაშა მესხიას, ასევე უფლებადამცველი დაჩი ცაგურიასა და მისი მეგობრის, ბექა ალადოშვილის გათავისუფლებაა.
„მოვითხოვთ, შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები“-აღნიშნა კოჭლოშვილმა.

















