„ყოვლად მიუღებელია ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში
ხელის შეშლა, ჟურნალისტებზე თავდასხმა და რასაკვირველია, ვგმობთ ამ ძალიან სამწუხარო ფაქტს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს არის პირადად მისი და მთავრობის დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება მთლიანად მიმართულია იქითკენ, რომ არსებული რისკები, რის შესახებაც ჩვენ უტყუარი ინფორმაცია გვაქვს, თავიდან იყოს არიდებული, არ მოხდეს დაპირისპირება, არ მოხდეს ძალადობა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.