logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, პროგრამით „დანერგე მომავალი“ გაშენებული კაკლის ბაღში პირველ მოსავალს ელოდებიან
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, პროგრამით „დანერგე მომავალი“ გაშენებული კაკლის ბაღში პირველ მოსავალს ელოდებიან
12:21 05.07.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ვალერიან მჭედლიძესთან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით გაშენებული კაკლის ბაღი დაათვალიერეს.

„რეგულარულად დავდივართ რეგიონებში; სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, თითოეულ რეგიონს საკუთარი პოტენციალი აქვს. შიდა ქართლი განსაკუთრებით აღსანიშნავია; ის, კახეთის რეგიონთან ერთად, ერთ-ერთი ლიდერია პროგრამაში „დანერგე მომავალი”. სწორედ პროგრამის მხარდაჭერით გააშენა კომპანიამ „აგროფცა” კაკლის ახალი პლანტაცია. კაკალი პოპულარული კულტურაა, რომელიც, ბოლო წლებია, ინტენსიურად შენდება საქართველოში. „აგროფცას” პლანტაცია საოკუპაციო ხაზთან არის გაშენებული, აქედან სულ რამდენიმე ასეულ მეტრში, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ტერიტორია ოკუპირებულია. ჩვენ გავაგრძელებთ სახელმწიფო პროგრამების თანადაფინანსებას მომავალ წლებში და ის ამბიციური მიზანი, რომ მეხილეობის ექსპორტმა ათ წლიან პერსპექტივაში, დაახლეობით, მილიარდი დოლარი შეადგინოს, აბსოლუტურად რეალისტური იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პროგრამით „დანერგე მომავალი“ კაკლის ბაღი შპს „აგროფცამ“ 15 ჰექტარზე გააშენა; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 79,000 ლარს აღემატება.

შპს „აგროფცამ“ სახელმწიფოს მხარდაჭერით კაკლოვანი კულტურების შემნახველი მეურნეობაც მოაწყო; გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება 576,000 ლარს აღემატება, შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა კი, 890,000 ლარს აჭარბებს.

პროგრამით „დანერგე მომავალი“, ქვეყნის მასშტაბით, კაკალის ბაღი 3,231 ჰა-ზე გაშენდა, დაფინანსება 15.7 მილიონ ლარს აჭარბებს; მათ შორის, შიდა ქართლში კაკალი 576 ჰა-ზე გაშენდა, დაფინანსება 2.9 მილიონ ლარზე მეტია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა