logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საქართველოს რკინიგზა ტელეკომპანია ,,მთავარს" სიცრუეში ადანაშაულებს
საქართველოს რკინიგზა ტელეკომპანია ,,მთავარს" სიცრუეში ადანაშაულებს
17:22 04.07.2021
საქართველოს რკინიგზა ტელეკომპანია ,,მთავარზე" გასულ, მათივე შეფასებით ტყუილს პასუხობს. საქართველოს რკინიგზის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2020 წლის თებერვლის თვეში „საქართველოს რკინიგზამ" დაიწყო კომპანიის კუთვნილი, ათწლეულების განმავლობაში აღურიცხავი ამორტიზებული აქტივის ინვენტარიზაცია, მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

არსებული პრაქტიკით, რკინიგზის აქტივები (მათ შორის რელსები), ტექნიკური მაჩვენებლების მიხედვით, ექსპლუატაციის ვადებისა და პირობების გათვალისწინებით, ჯერ ძველვარგისად, ხოლო დროთა განმავლობაში უვარგისად (ჯართად) იქცევა. აღნიშნული ჯართი(აქტივი), რომელიც რკინიგზის საოპერაციო საქმიანობისთვის გამოუსადეგარია, ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა სხვადასხვა ობიექტზე და იძარცვებოდა, რაზეც არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

„საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ეტაპობრივად - 2020 წელში აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 2021 წელში დასავლეთ საქართველოში მოხდა არსებული ნაშთების თავმოყრა, დახარისხება, აწონვა და 4 სხვადასხვა სასაწყობე ბაზაში დასაწყობება.

ამასთან, გარდა არსებული მარაგების ინვენტარიზაციისა, აღნიშნულ ბაზებში მოხვდა ასევე ის უვარგისად/ჯართად კლასიფიცირებული მასალებიც, რომელიც გროვდება სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-გაჯანსაღების შედეგად, რადგანაც ნებისმიერი დემონტაჟის მიმდინარეობისას ხორციელდება მასალების ვარგისიანობის მიხედვით დახარისხება, რის შემდეგაც „ძველვარგისი" მასალები გადაეცემა სალიანდაგო სამმართველოებს შემდგომი გამოყენებისათვის, ხოლო დეფექტების, ცვეთებისა და კოროზიების გამო გამოუსადეგარი ზედნაშენი მასალები აღირიცხება როგორც ჯართი.

მიუხედავად იმისა, რომ უვარგისი, ამორტიზებული აქტივების საბალანსო ღირებულება ტონაზე დაახლოებით 2 ლარია, ,,საქართველოს რკინიგზამ" ამორტიზებული აქტივის რეალიზაცია განახორციელა ღია საჯარო ელექტრონულ აუქციონზე კოლოსალურ, დაახლოებით 1160 ლარად. საბოლოო ჯამში, კომპანიის მიერ უვარგისი, უსარგებლო აქტივის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 27 მლნ ლარზე მეტი.

ეს არის ინვენტარიზაციისა და სრული რეალიზაციის პირველი პრეცედენტი, როდესაც „საქართველოს რკინიგზამ" უვარგისი ჯართი (აქტივი) გაასხვისა და კომპანიას დამატებითი შემოსავალი მოუტანა, რომელიც წლიურ შემოსავალში არ იყო გათვალისწინებული.

ეს ფაქტი, სრულიად დამახინჯებულ და რეალობასთან შეუსაბამო ჭრილში, განმეორეობით გააშუქა ტელეკომპანია "მთავარმა", რომლის ერთადერთი მიზანიც, აღნიშნული წარმატებული პროექტის ტრაგიკულ და კორუფციულ მოვლენად "მონათვლა" და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა! ყალბი და ცილისმწამებლური დეზინფორმაციის მრავალჯერადად ტირაჟირებისათვის ,,საქართველოს რკინიგზა" აღნიშნულს განიხილავს სამართლებრივ ჭრილში" - ნათქვამია განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა