logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი გასვლით შეხვედრებს განაგრძობს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი გასვლით შეხვედრებს განაგრძობს
10:18 03.07.2021
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასვლით შეხვედრებს აგრძელებს.

კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი და კომიტეტის წევრები, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დღეს კალას თემში იმყოფებოდნენ, სადაც დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

„მთლიანად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ბოლო წლების განმავლობაში, 4 ახალი სკოლა და 43 საბავშვო ბაღი აშენდა. ამჟამად მიმდინარეობს 11 საბავშვო ბაღისა და 10 სკოლის მშენებლობა. დაგეგმილია 160-მდე საბავშვო ბაღის აშენება და რეაბილიტაცია. რამდენიმე ათეულ სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. 200 სკოლას, ბავშვების გადასაყვანად, ემსახურება ავტომობილი და 14 ათასი ბავშვი უზრუნველყოფილია სკოლებში მიყვანით. ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც სკოლებისგან საკმაოდ მოშორებით ცხოვრობენ. რეგიონში, ბოლო წლების განმავლობაში, დაახლოებით, 1000 კმ გზას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. ამჟამად უშგულის გზის მშენებლობა მიმდინარეობს",- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

კომიტეტის წევრებმა ტურისტული ადგილები და საფეხმავლო ბილიკები დაათვალიერეს. ასევე, შეხვედრა გაიმართა ტურიზმის სფეროში დასაქმებულებთან და ადგილობრივ მეწარმეებთან, სადაც სვანეთის ტურისტულ პოტენციალზე, გლობალური პანდემიის ფონზე არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან გამკლავების გზებზე ისაუბრეს.

„ჩვენ ერთობლივად დავსახეთ სამოქმედო გეგმა, თუ რა შეიძლება კიდევ დამატებით გაკეთდეს სვანეთის ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისებისთვის, მათ შორის, შიდა ავიაციის გაძლიერებასა და ხელშეწყობაზე",- განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საფეხმავლო ბილიკების მარკირება გაგრძელდება და წლის ბოლომდე, სვანეთს 109 კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი შეემატება.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს გასვლით სხდომებს, რათა ადგილზე გაეცნონ ადგილობრივ გამოწვევებსა თუ მიღწევებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა