logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ოთარ შამუგია გორში პროექტის „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“ მიმდინარეობას გაეცნო
ოთარ შამუგია გორში პროექტის „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“ მიმდინარეობას გაეცნო
10:11 03.07.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, ქ. გორში, პროექტის „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“ მიმდინარეობას გაეცნო.

პროექტის საპილოტე მუნიციპალიტეტები: გორი, ქარელი, ყვარელი და საგარეჯოა.

„საპილოტე პროექტის მიზანია მიწის მდგრადი მართვის დანერგვა და შესაძლებლობების გაძლიერება; ასევე, ნიადაგის დეგრადაციის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება და ამ მიმართულებით ცოდნის გაზიარება, რამაც, თავის მხრივ, საქართველოს ბუნებრივი და ეკონომიკური კაპიტალის დაცვა უნდა უზრუნველყოს. პროექტში მონაწილეობა 100-მდე ფერმერმა მიიღო. ფერმერებს, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით და კავკასიის რეგიონალური განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, უსასყიდლოდ გადაეცათ სხვადასხვა სათესლე მასალა და ნერგები ქარსაფარი ზოლების გასაშენებლად. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ასეთ პრაქტიკა სხვა რეგიონებშიც დაინერგოს და მეტი ფერმერი დაინტერესდეს მსგავსი ღონისძიებებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში, 2020 წლის დეკემბერში, 2935 მეტრი ქარსაფარი ზოლი გაშენდა, 6 ფერმერს უსასყიდლოდ გადაეცათ ნერგები და შესაღობი მასალა. 2020 წლის ოქტომბერში, გორში მდებარე 75 ჰა ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ნიადაგის დაუმუშავებლად დაითესა,თესვის ხარჯი სრულად დაფარა პროექტმა.

საპილოტე პროექტის განხორციელება 2018 წლის 18 მარტს დაიწყო და 2023 წლის 18 მარტს დასრულდება. პროექტის ინიციატორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; პროექტი დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ; განმახორციელებელი სააგენტოა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UN Environment), ხოლო აღმასრულებელი ორგანიზაცია „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ (REC Caucasus).

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა