დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 28 წელი გავიდა. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელებმა, კასპელმა
ვეტერანებმა ტამიშთან ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს. დაღუპული მებრძოლები გმირთა მემორიალთან გაიხსენეს. მემორიალი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. აფხაზეთის ომის დროს ბევრი მძიმე დღე იყო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ასეთი მძიმე დღე ტამიშთან გამართული ბრძოლა იყო.
დუშეთის ბატალიონმა, ”მხედრიონმა”, ”ავაზამ”, შავნაბადის ბატალიონმა ტამიშის დესანტის მოსაგერიებლად სამთავრობო შენაერთებთან ერთად იბრძოდა, 10-მდე უმძიმესი, სისხლისმღვრელი დღე გადაიტანა.
"ტამიშის ბრძოლა საუკეთესო და საჩვენებელი მაგალითია მომავალი თაობისათვის - თუ როგორ იბრძოდნენ მათი მშობლები და წინაპრები ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. რამდენად მძიმეა ომის შედეგები, რომ ჩვენი ვალია მუდმივად გვახსოვდეს და პატივს ვცემდეთ სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.