logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია „ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა“ გაიმართა
თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია „ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა“ გაიმართა
16:29 02.07.2021
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა,“ რომელსაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ. კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით თსუ-ში დაფუძნებული ქართულ დიასპორათა კვლევის ცენტრი.
წლევანდელი კონფერენცია მიეძღვნა თურქეთში მცხოვრები ქართველი ეროვნული მოღვაწის ახმეთ მელაშვილის ხსოვნას (19922-1980 წწ.). მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერები საქართველოსა და თურქეთის 20-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლიდან და სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან.

„ახმეთ მელაშვილი ძალიან საინტერესო პიროვნება, ტრაგიკული ბედის ადამიანი იყო, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენებურებში ქართული თვითშეგნება, ქართული ენის ცოდნა დასიყვარული გაეღრმავებინა. კონფერენცია იქნება მუდმივმოქმედი, და იმუშავებს ზოგადად იმ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ისტორიულ ემიგრაციას, საქართველოს ისტორიულ ნაწილებს,“-აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ეხებოდა ახმეთ მელაშვილის ღვაწლს, თურქეთის ქართველთა ყოფისა და კულტურის საკითხებს, თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ისტორიულ ძეგლთა კვლევას, ქართულ-თურქულ კულტურულ ურთიერთობებს, ქართული ენის სწავლების პრობლემებს დიასპორებში და თურქეთის უმაღლეს სასაწავლებლებში,. აგრეთვე, ფერეიდნელ და ჰერ ქართველთა ისტორიისა და კულტურის საკითხებს.

„ახმეთ მელაშვილმა შეინარჩუნა ქართული ღირებულებები და დღეს, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ძლიერი ხალხური დიპლომატია, არის სწორედ ახმეთ მელაშვილის დამსახურება. დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებაში ბევრმა არ იცის ახმეთ მელაშვილზე ამ პატრიოტ ადამიანზე. დარწმუნებული ვარ, რომ თსუ-ში არსებული დიასპორის ცენტრიდიდ სამუშაოს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ცოდნის განვითარების კუთხით,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დიასპორის საკითხებში პიერ ალექსანდრე კრედომ.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან თსუ, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლი.

„დიასპორათა კვლევის ცენტრის დაარსება ჩვენი უდიდესი ისტორიკოსის მარიკა ლორთქიფანიძის იდეა იყო და მოხარული ვარ, იგი განხორცილედა. ახმეთ მელაშვილმა თურქეთში ქართული იდენტობის შენარჩუნების საფუძველი შექმნა,“-აღნიშნა სტამბოლში ქართული ხელოვნების სახლის დამფუძნებელმა გიორგი ირემაძემ.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან და დიასპორებთან ურთიერთობის სამსახურების ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანი კვლევითი ცენტრი დაფუძნდა, რომელიც შეისწავლის ქართულ დიასპორებს. ეს იქნება ალბათ საფუძველი იმისა, რომ ჩვენ დიასპორების შესახებ ვიცოდეთ არა მხოლოდ ისტორიულ პერსპექტივაში, არამედ ცოცხალი ურთიერთობა გვქონდეს მათთან.“
ქართულ დიასპორათა კვლევის ცენტრის შესწავლის არეალია საქართველოს პოლიტიკურ საზღვრებს მიღმამცხოვრები მკვიდრი/ავტოქტონი ქართველები (ჰერეთი – აზერბაიჯანისრესპუბლიკა; არტაანი, შავშეთი, იმერხევი, არტანუჯი, ამიერ ტაო, სპერი, კლარჯეთი,ნიგალი, აღმოსავლეთ ლაზეთი – თურქეთის რესპუბლიკა), ისტორიულიდიასპორები (ფერეიდანი და მაზანდარანი – ირანის ისლამური რესპუბლიკა;შავიზღვისპირეთისა და მარმარილოს ზღვის რეგიონები – თურქეთის რესპუბლიკა)და პირველი რესპუბლიკის შემდგომი ხანის ემიგრაციის ლოკალური წერტილებიევროპასა და აშშ-ში; აგრეთვე, თანამედროვე შრომით მიგრანტთა ყოფა.
„თსუ-ში დაფუძნდა ქართულ დიასპორათა კვლევის სამეცნიერო ცენტრი. უნივერსიტეტი გაუწევს ამ თემატიკას კოორდინაციას, შეიქმნება კვლევის შემდგომი სტრატეგია, მოვიზიდავთ ყველა მეცნიერს, ვინც იკვლევს ქართულ დიასპორათა ყოფას, კულტურას, არსებულ ისტორიულ ძეგლებს, გამოცდილებას. ამ სფეროში შემოვა თანამედროვე შრომით მიგრანტთა ყოფა, პრობლემები, მათი სამშობლოსთან შემდგომი დაბრუნების პერსპექტივები. სწორედ, ამ საკითხების სამეცნიერო კვლევა იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმართული,“- აღნიშნა ქართულ დიასპორათა კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა, თსუ ასოცირებულმა პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა