logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებად ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი რჩება
ლევან დავითაშვილი: ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებად ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი რჩება
22:21 01.07.2021
დარგის განვითარების გრძელვადიანი ხედვა - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე წარადგინა. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა განვითარების ხედვის მიმართულებებზე.

„ჩვენთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებაა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში, უდიდესი პროგრესი გვაქვს მიღწეული, მიუხედავად არაერთი გამოწვევისა. ატმოსფერული ჰაერის მართვა და ხედვა კომპლექსურ პოლიტიკას გულისხმობს. ჩვენ დავიწყეთ ამბიციურ გეგმებზე მუშაობა და მივიღეთ ახალი კანონმდებლობა, რომელიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენციას უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანი მსხვილი 150 საწარმო ვალდებული ხდება, რომ ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით, მუდმივი მონიტორინგი აწარმოოს, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ მსხვილ, ინდუსტრიულ - სამრეწველო ქალაქებში ჩვენ უფრო სუფთა ჰაერი გვქონდეს.

ახალი კანონმდებლობის ფარგლებში, ყველა მსხვილ ურბანულ აგლომერაციაში, ჩვენ გვექნება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ისეთი გეგმები როგორიც, ბოლო წლებში, გავაკეთეთ ქალაქ თბილისისა და რუსთავისთვის. საქართველოს 10 მსხვილ აგლომერაციაში, შემუშავდება დეტალური ჰაერის ხარისხის მართვის გეგმები, რაც მოიცავს, ბევრ მიმართულებას, მათ შორის ემისიების შემცირებას. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მწვანე სივრცეების მოწყობას, ეკოლოგიური ტრანსპორტის ხელშეწყობას, გამკაცრდება მოთხოვნები საწვავის მიმართ, შეიქმნება მეტი სარეკრეაციო და გამწვანებული სივრცე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ბოლო წლებში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სტანდარტები დაინერგა, სადაც მონიტორინგი ავტომატური სადგურების მეშვეობით უწყვეტად მიმდინარეობს, ხოლო 25 ქალაქში წელიწადში ოთხჯერ ჰაერის ხარისხის ინდიკატორული გაზომვები ტარდება.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებში მომზადდა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განვითარების გეგმა (გზამკვლევი), რომელშიც აღწერილია სამომავლო ნაბიჯები ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გასაუმჯობესებლად, მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით, ახალი სადგურების რაოდენობისა და განთავსების ადგილების იდენტიფიცირების შესახებ.

მთავრობა შეიმუშავებს და განხორციელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების 10-ზე მეტ კომპლექსურ გეგმას ქვეყნის იმ ქალაქებისთვის, სადაც ჰაერის დაბინძურების პრობლემა აქტუალურია;

შედეგად, ქვეყნის ურბანულ ცენტრებში:

- შეიქმნება უფრო მეტი სარეკრეაციო და გამწვანებული სივრცე;
- განვითარდება სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტი;
- გამკაცრდება ტრანსპორტიდან გაფრქვევის სტანდარტები და გაუმჯობესდება საწვავის ხარისხი;
- თბილისსა და რუსთავს შორის მდებარე კრწანისის ტყე-პარკი სრულად კეთილმოეწყობა; ტერიტორიაზე ჩამოყალიბდება სამხრეთ კავკასიის ეკოსისტემების კვლევისა და აღდგენის ცენტრი და გარემოსდაცვითი განათლების საზოგადოებრივი საჯარო სივრცე;
სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით:
- დაინერგება პარლამენტის მიერ მიღებული ახალი მოთხოვნები მრეწველობის სექტორში ჰაერდაცვითი სტანდარტების გასაუმჯობესებლად;
- განხორციელდება მსხვილი დამაბინძურებელი საწარმოების კომპლექსური შემოწმებები, მინიმუმ წელიწადში ერთხელ;
-  2030 წლისთვის, ქვეყნის 200 უმსხვილესი საწარმო დანერგავს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო ევროპულ ტექნოლოგიებს ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურების შესამცირებლად.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა