საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის
ელჩთან პეტრ მიკისკასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას განხილული იყო საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში პანდემიური მდგომარეობა, ვაქცინაციის პროცესი, ქვეყანაში შესვლის რეგულაციები, ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატების სისტემა, მისი გამოყენების და მასში ჩართვის შესაძლებლობა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატების ორმხრივად ურთიერთაღიარების საკითხები.
შეხვედრის ფარგლებში ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში და ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზაობა.
მინისტრის მოადგილემ და ელჩმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის და პოსტპანდემიური რეაბილიტაციის პროცესში თანამშრომლობის გეგმებზე.