ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ ყოველწლიური
საერთაშორისო კონფერენცია „ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა“ გაიხსნება, რომელსაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, პროფესორები სტუდენტები დაესწრებიან.
კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით თსუ-ში დაფუძნებული ქართულ დიასპორათა კვლევის ცენტრი.
წლევანდელი კონფერენცია ეძღვნება თურქეთში მცხოვრები ქართველი ეროვნული მოღვაწის ახმეთ მელაშვილის ხსოვნას (19922-1980 წწ.). მუშაობაში მონაწილეობენ მეცნიერები საქართველოსა და თურქეთის 20-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლიდან და სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან.