ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელობის უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაგეგმილი სტუდენტთა საპროტესტო აქცია სავარაუდოდ, არ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ სტუდენტთა „ნარინჯისფერი კლუბის“ წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ განუცხადა, სტუდენტთა საკოორდინაციო ჯგუფის წევრები ამ წუთებში სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.
მისი თქმით, აქცია 26 სექტემბერს 15:00 საათზე გაიმართება, ხვალ კი, თსუ-ს პირველ კორპუსთან სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია ჩატარდება.
დამოუკიდებელი სტუდენტები კი, ხვალ 15:00 საათზე ფილარმონიასთან უფლებადამცველებთან ერთად შეიკრიბებიან და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

















