ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო-ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი
დასრულდა.
სასკოლო მზაობის ჯგუფის 375 აღსაზრდელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ გოჩა ტყეშელაშვილის მიერ შედგენილი წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად გადასცა.
მომავალ პირველკასელებს წიგნი-რვეული ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და წიგნის ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა სოფელ რატევნის საბავშვო ბაღში პირადად მიუტანეს.
წიგნი-რვეული პირველკლასელთათვის საჭირო, საშინაო მეცადინეობისათვისაა შედგენილი და ის ასევე ვიდეოგაკვეთილებსაც მოიცავს.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის განათლება პრიორიტეტული მიმართულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარებს, რომლებიც სკოლისთვის ემზადებიან, ეს პროცესი გავუადვილოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ სასკოლო მზაობის ჯგუფის 375 აღსაზრდელს სპეციალურად პირველკლასელთათვის შედგენილი წიგნი-რვეული საჩუქრად გადავეცით. ვიმედოვნებ, რომ ეს წიგნი ჩვენს მომავალ პირველკლასელებს სწავლის პროცესში აუცილებლად დაეხმარებათ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.