logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ბუნებრივი საფრთხეების მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება დაიგეგმა
ბუნებრივი საფრთხეების მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება დაიგეგმა
15:54 01.07.2021
სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების იდენტიფიცირება და ადრეული გაფრთხილების და მონიტორინგის ეფექტიანი სისტემების შექმნისთვის, დაგეგმილია არსებული მონიტორინგის ქსელის გაფართოება, რისთვისაც დამონტაჟდება ახალი ავტომატური მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური სადგურები.

დამატებით მომზადდება გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების ზონირების რუკები, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ბუნებრივი საფრთხეებისგან მაქსიმალურ დაცვას და უზრუნველყოფს ქვეყანაში სტიქიური მოვლენებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება/შერბილებას. 

„გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის გაუმჯობესება აუცილებელია იმისთვის, რომ გარემოს ხარისხიან დაცვაზე ვსაუბრობდეთ. ამისთვის, ყოველდღიურად ძლიერდება გარემოს დაცვის შესაძლებლობები. განხორციელდება 27 ავტომატური სადგურის დამონტაჟება, ეს ნიშნავს რომ ჰაერის ხარისხზე გვექნება სრული ინფორმაცია და მუდმივი მონიტორინგი. 200 ლოკაციაზე გვექნება წყლის ხარისხის მონიტორინგი. ნიადაგის დაბინძურებაზე მონიტორინგი გვექნება 70-მდე ლოკაციაზე. დამონტაჟდება ახალი მეტეოროლოგიური სადგურები და ახალი რადარები იმისთვის, რომ გვქონდეს ზუსტი მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ეკონომიკური სექტორისთვის, მათ შორის სოფლის მეურნეობისთვის და ჩვენი ფერმერებისთვის. გაიზრდება მიწისქვეშა წყლებზე დაკვირვება. ყველა ეს მონაცემი გადამუშავდება იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს უკეთესი და ხარისხიანი პოლიტიკა და მართვის სისტემები.
საქართველოს მასშტაბით, 200 საწარმო დანერგავს ახალ ტექნოლოგიებს, რათა მათი ზემოქმედება წყალზე, ჰაერზე და ნიადაგზე შემცირდეს და იყოს მინიმალური. ეს არის ჩვენი პირობა ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

დარგის განვითარების გრძელვადიანი ხედვის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდენენ.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ, რომელიც ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის მომდევნო წლების სახელმძღვანელო იქნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი უწყებაა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიან ხედვა წარადგინა.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა