logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: მიწის ბალანსის 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შედგენა და გამოქვეყნება 2024 წლის 1-ელ ივლისამდე განხორციელდება
ლევან დავითაშვილი: მიწის ბალანსის 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შედგენა და გამოქვეყნება 2024 წლის 1-ელ ივლისამდე განხორციელდება
14:40 01.07.2021
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო 2020 წლის პირველ იანვარს შეიქმნა. ამ ეტაპზე, უწყების ინსტიტუციური მოწყობა მიმდინარეობს.

„აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში, 2004 წლის შემდეგ, არ განახლებულა მიწის ფონდის მონაცემები. სააგენტოს საქმიანობის ვექტორი ორიენტირებულია მიწის მართვის ევროპულ გამოცდილებაზე, რომელთა შორის ფრანგული მოდელი ერთ-ერთი საუკეთესო და მისაღებია. აქედან გამომდინარე, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ურთიერთობა დამყარდა საფრანგეთის შესაბამის სტრუქტურებთან.

მიწის ბალანსის 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შედგენა და გამოქვეყნება განხორციელდება 2024 წლის 1-ელ ივლისამდე; პარალელურად, შეიქმნება მიწის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზა და დაიწყება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და მათი საკადასტრო მონაცემების რეესტრის, ანუ პასპორტიზაციის პროცესი. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება ქარსაფარი ზოლების აღრიცხვა, მისი მდგომარეობის შესწავლა და რეგისტრაცია. აღნიშნული პროგრამის დასრულება გათვალისწინებულია 2025 წლისთვის. მიმდინარე წლის ივლისში საპილოტე პროგრამა დაიწყება თელავის მუნიციპალიტეტში, რაც დაახლოებით 430 ჰა-ს მოიცავს.
სააგენტოს დაწყებული აქვს მუშაობა მიწასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების პაკეტზე, რაც სრულყოფილს გახდის მიწის მდგრადი მართვის პრინციპების განხორციელებას და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა