გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების ეროვნული
სააგენტო აქტიურად მუშაობს კრწანისის ტყე-პარკის განვითარების გეგმაზე. გეგმის განხორციელების შედეგად, ტყე-პარკში სამხრეთ კავკასიის ეკოსისტემების კვლევისა და აღდგენის ცენტრი შეიქმნება.
„ტყე-პარკში დაგეგმილია მტკვრის სახეობათა თევზსაშენის მშენებლობა, დამშრალი 7 ტბორის აღდგენა/დათევზიანება და 50-მდე საპიკნიკე ლოკაციის მოწყობა.
ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შემდეგ, პარკი თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დაიბრუნებს. ტყე-პარკი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის. პარკში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით“ - განაცხადა დავითაშვილმა.