logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 5-ჯერ გაიზრდება
ლევან დავითაშვილი: საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 5-ჯერ გაიზრდება
14:27 01.07.2021
ბოლო წლების განმავლობაში, დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 28 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა; გაიხსნა ახალი ეკოტურისტული ობიექტები; საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებული მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი ევროსაბჭოს ლანდშაფტების კონვენციის კონკურსის გამარჯვებული გახდა; დაინერგა და განვითარდა ახალი ეკოტურისტული მიმართულებები და სერვისები, შედეგად, 2019 წელს, ვიზიტორთა რაოდენობამ რეკორდულ, 1.2 მილიონ ვიზიტორს მიაღწია, ეკოტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 11.5 მილიონი ლარი შეადგინა.

„დაცული ტერიტორიები არ ნიშნავს მხოლოდ კონსერვაციას; დაცული ტერიტორიები ნიშნავს ეკონომიკურ შესაძლებლობებს დაცული ტერიტორიების მახლობლად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის მიხედვით, 2017 წელს, შემოსავალი დაცული ტერიტორიების მახლობლად მცხოვრები მოსახლეობისთვის 90 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა 5-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელი, ამ 5 ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის შემოსავალსაც 5-ჯერ გაზრდის. ეს ნიშნავს, დაახლოებით, 700-800 მილიონ ლარს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს დონორული მხარდაჭერაც, რომლის წვლილი ძალიან დიდია ჩვენი დაცული ტერიტორიების განვითარებაში. ესაა ტერიტორიები, სადაც ნაკლები სასოფლო-სამეურნეო შესაძლებლობები გვაქვს, მაგრამ გვაქვს უნიკალური ბუნება, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვის წარდგენის ღონისძიებაზე.

მომავალ წლებში, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტი, დაახლოებით, 212 000 000 ლარს შეადგენს, საიდანაც, 49 000 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებია. ახალი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ვიზიტორების დაინტერესებას და მოზიდვას; შესაბამისად, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა საპროგნოზო მაჩვენებელი 5-ჯერ გაიზრდება და 8 მილიონს, ეკოტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი 58 მილიონ ლარს მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული კერძო ინვესტიციების მოცულობა 142 მილიონ ლარია. არსებული პროგნოზით, 2030 წლამდე, ინვესტიციები მინიმუმ 3-ჯერ გაიზრდება და 429 მილიონ ლარს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ, რომელიც ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის მომდევნო წლების სახელმძღვანელო იქნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი უწყებაა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიან ხედვა წარადგინა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა