პატიმართა სოლიდარობის აქცია, რომელიც დღეს საღამოს ფილარმონიასთან გაიმართა, უკვე დასრულდა.
სტუდენტები და უფლებადამცველები საპროტესტო აქციას, რომელიც პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგაა მიმართული ხვალ, 15:00 საათზე ისევ ფილარმონიასთან განახლდება.
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეთა უმრავლესობამ და პოლიციის თანამშრომლებმა უკვე დატოვეს.
აქციის რამდენიმე მონაწილე და სასულიერო პირი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გაიმართა, სადაც პერფორმანსი იგეგმება.

















