არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’ შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკა ზღულაძის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.
როგორც გაერთიანების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ზღულაძის მითითებით სისტემატური ხასიათი მიეცა ,,ქართული ოცნების’’ აქტივისტებისა და უფლებადამცველების დაკავებას და ჟურნალისტებზე თავდასხმას.
უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, ზღულაძე დამნაშავეა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით - 332-ე მუხლით, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ითვალისწინებს, 333-ე -სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, 154-ე - ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლა.

















