logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
გენდერული თანასწორობის საბჭო საკომიტეტო მოკვლევის ანგარიშის რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს იწყებს
გენდერული თანასწორობის საბჭო საკომიტეტო მოკვლევის ანგარიშის რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს იწყებს
15:14 29.06.2021
პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭო, საკომიტეტო მოკვლევის „შშმ ქალების და გოგონების მისაწვდომობა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე" ანგარიშის რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს იწყებს.

მონიტორინგი განხორცილდება თემატური მოკვლევის ჯგუფის 90 რეკომენდაციაზე. რეკომენდაციები გაცემულია 10 მიმართულებით, მათ შორის: კანონმდებლობის, სტატუსის მინიჭების, ჯანმრთელობის დაცვის სერვისების, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების, განათლების და გენდერულიო ნიშნით ძალადობის აღმოფხვრის კუთხით.

პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, გენდერული საბჭოს ინიციატივით დაწყებულია ყველა თემატური მოკვლევის შესრულების მონიტორინგი.



„პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რამდენად სრულდება ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები. მიმდინარე წელს შევაფასებთ ამ რეკომენდაციების შესრულების ხარისხს და შემდეგ უფრო ინტენსიურად ვიმუშავებთ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მათი შესრულებისთვის. თემატური მოკვლევის ფარგლებში ჩვენ მიერ დაფიქსირებული ხედვა აუცილებლად უნდა შესრულდეს და პარლამენტი და გენდერული საბჭო ამ კუთხით ვიქნება ძალიან მკაცრი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე რეკომენდაციის შესრულების გადავადება მოხდება, ჩვენ უნდა გვქონდეს მყარი დასაბუთება, რატომ ვერ განხორციელდა ესა თუ ის რეკომენდაცია კონკრეტულ ვადებში", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.



გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, საკომიტეტო მოკვლების ჯგუფის მთავარი მომხსენებლის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, პარლამენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც შემუშავდა მოკვლევის პროცესში შესრულებული იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.



„ჩვენ უკვე გადავდივართ საპარლამენტო კონტროლზე და მონიტორინგზე. სახელისუფლებო უწყებებს მივწერთ შესაბამის წერილებს, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. შემდეგ მოხდება შედეგების გაანალიზება და გაცნობა შშმ თემისთვის, განსაკუთრებით, შშმ ქალთა ორგანიზაციებისთვის. ჩვენ მუდმივად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის მისაწვდომობა შშმ ქალებისა და გოგონებისათვის უზრუნველყოფილი იქნეს",- აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.



მისი თქმით, მონიტორინგის პირველადი შედეგები წლის ბოლომდე იქნება ცნობილი.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურმა მდივანმა, ელენ ვიხმანმა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა, ალან გილამმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები.



ღონისძიება ჩატარდა პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა