logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საქართველოს ბანკისა და „თბილი სახლის“ პარტნიორობით ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალი მოეწყო
საქართველოს ბანკისა და „თბილი სახლის“ პარტნიორობით ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალი მოეწყო
14:36 28.06.2021
საქართველოს ბანკისა და „თბილი სახლის“ პარტნიორობის ფარგლებში ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალი მოეწყო.

პროქტის დასრულება ბანკის თანადაფინანსებით გახდა შესაძლებელი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 14.1 მლნ. ლარი შეადგინა.

პროექტი ითვალისწინებს ახალი ტერმინალის საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას, კერძოდ, გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის, წყალმომარაგების, სანიაღვრე, ელექტროობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს.

„თბილი სახლი“ ბაზარზე 2001 წლიდანაა წარმოდგენილი და 450-მდე ადამიანს ასაქმებს. კომპანიას წარმატებით აქვს დასრულებული 250-მდე პროექტი, რომლებიც მოიაზრებს, როგორც ინდუსტრიული, ასევე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობების საინჟინრო კომუნიკაციების განხორციელებას. მათ შორის ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა: ქუთაისის პარლამენტი და ადმინისტრაციული შენობა, ფოლადის მწარმოებელი ქარხანა „ჯეოსტილი“, იუსტიციის სამინისტრო, შსს საპატრულო პოლიცია, შოკოლადის მწარმოებელი ქარხანა „ბარამბო“, მრავალფუნქციური კომპლექსი AXIS TOWERS, სავაჭრო ცენტრები - „ისტ პოინთ თბილისი“, „გალერია თბილისი“ და მრავალი სხვა.

„ჩვენი და საქართველოს ბანკის პარტნიორობა უკვე 20 წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში ჩვენ შევძელით და ერთად, აქტიურად ვაგრძელებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. მოხარული ვართ, რომ კომპანიის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ბანკი აგრძელებდა და აგრძელებს ერთგულ პარტნიორობას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ, შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი“, - განაცხადა “თბილი სახლის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თეონა გულდედავამ.

კომპანიის შესახებ:
„თბილი სახლი“ ევროპის, აზიისა და ამერიკის კონტინენტზე მოქმედი ცნობილი კომპანიების საიმედო პარტნიორია და კლიენტებს სთავაზობს, როგორც ხარისხიანი პროდუქციის ასორტიმენტის სტანდარტულ მოდელებს, ასევე ინდივიდუალური, სპეციფიური დაკვეთით დამზადებული პროდუქციის მოწოდებას უმოკლეს დროში. კომპანიაში მუშაობს გამოცდილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების გუნდი, რაც “თბილი სახლის“ წარმატებული საქმიანობისა და პროფესიონალიზმის დასტურია. ამასთან, საინჟინრო კომუნიკაციების სპეციალისტები მუდმივად გადიან სხვადასხვა ტრენინგსა და კურსს პარტნიორ უცხოურ კომპანიებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და გააჩნიათ სათანადო ლიცენზია/ნებართვა მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ინსტალაციასა და მომსახურებაზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა