დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგუიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ნეკრასოვის, ტყვიავის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ლადო მესხიშვილის, ავლაბრის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსის, ფერმწერთა, გიორგი წერეთლის, კონსტანტინე ერისთავის, აგლაძის, ბაგრატიონის, ქუთაისის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
13:00 საათიდან 18:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას მუხიანის II მიკრორაიონის და გობრონიძის ქუჩის მოსახლეობა, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე იმედაშვილის, არდაზიანის, ჩერქეზიშვილის, ვაზისუბნის, ისაკაძის, გაგარინის, ზემო ვეძისის და შარტავას ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, ანტონოვსკაიას და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების და ხომლელის ქუჩის მოსახლეობა.
„თელასის“ ინფორმაციითვე, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ფონიჭალის დასახლების და სურგულაძის ქუჩის მოსახლეობას, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე კი მარუხის გმირების, ტიციან ტაბიძის და ზალდასტანიშვილის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.